ალეკ ბოლდუინსა და მის მეუღლეს მე-7 შვილი სულ ცოტა ხნის წინ შეეძინათ, თუმცა ეს სიხარული უეცარმა ამბავმა გადაფარა. ოჯახთან სეირნობის დროს, მას აცნობეს, რომ გადასაღებ მოედანზე, ჰალინა ჰაჩინსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მას შესაძლოა ბრალი წაუყენონ. ეს ინფორმაცია მან ტელეფონის საშუალებით შეიტყო. ფოტოები, სადაც 64 მსახიობი სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი და შუბლზე ხელი უჭირავს „დეილი მეილი“ ავრცელებს.
რამდენიმე თვის წინ ნიუ-მექსიკოს შტატმა, საპროდიუსერო კომპანიას Rust Production LLC-ს 138 793 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. რაც შეეხება თავად ალეკ ბოლდუინს, ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ჩახმახისთვის ხელი არ გამოუკრავს.
ალეკ და ჰილარი ბოლდუინებს მეშვიდე შვილი შეეძინათ – პირველი კადრები სამშობიარო ბლოკიდან