LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: „ბოიკოტი გაუგებარ საკითხს კი არ გამოვუცხადე, არამედ იმ პარლამენტს, სადაც უმრავლესობაში რუსული აგენტურაა“

148
ალეკო ელისაშვილი

„პირადად მე ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი ვარ, მაგრამ ბოიკოტი გაუგებარ საკითხს კი არ გამოვუცხადე, ბოიკოტს ვუცხადებ იმ პარლამენტს, სადაც უმრავლესობაში ღიად რუსული აგენტურაა, რომლებიც რუსებს და რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ გაკოტრებული წინასაარჩევნო კამპანია აქვს.

ხაზარაძე-დოლიძე-ცუცქირიძის კოალიციას „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი შეუერთდა:„სამშობლოს განსაცდელის დროს, ჩვენ წყენებზე მაღლა დადგომა და ერთმუშტად შეკვრა უნდა შევძლოთ“

„ლგბტ პროპაგანდის საკითხს რაც შეეხება, ესაა ის თემა, რომლის აქტუალიზება და წამოწევა „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, ამაზე სურდა თავისი საარჩევნო კამპანიის დაფუძნება, მაგრამ ეს თემა წყალში ჩაუვარდათ, ისევე როგორც ეკლესიასთან დაკავშირებული თემა.

იაგო ხვიჩია: „ქართულმა ოცნებამ“ საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა, ორი კურდღელი დაეჭირა, ხმებიც მიეღო და საპატრიარქოც დაექვემდებარებინა, რაც არ გამოუვიდათ“

„მათ მიერ შეთავაზებული ჩანაწერი ეკლესიას ადმინისტრაციულ ორგანოდ აქცევს – მთავრობას პირდაპირ თუ ირიბად ეკლესიის ხელმძღვანელის დანიშვნაც შეუძლია.“

ვხედავთ, როგორი გაკოტრებული საარჩევნო კამპანია აქვს „ქართულ ოცნებას“ და ეს ლგბტ პროპაგანდის ამბავიც ამ გაკოტრებული კამპანიის ჩავარდნილი ელემენტია. არ მაინტერესებს, ეს კანონი განწირული კანონია, ეს ძალისხმევა არის „ქართული ოცნების“ განწირული ძალისხმევა, ამიტომ არ მაინტერესებს, ვის რა რეაქცია ექნება“. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ჯაფარიძე: „ოცნებას“ ხრიკი ჩაუვარდა, მან მართლმადიდებელი ეკლესიისგან ძალიან მკაფიო პასუხი მიიღო – ეკლესიის პოზიციას ჩვენ ცალსახად დავუჭერთ მხარს“

mazda magti 5g