LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: „ქართულმა ოცნებამ“ საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა, ორი კურდღელი დაეჭირა, ხმებიც მიეღო და საპატრიარქოც დაექვემდებარებინა, რაც არ გამოუვიდათ“

133
იაგო ხვიჩია

„ქართულმა ოცნებამ“ საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა, ორი კურდღელი დაეჭირა, ხმებიც მიეღო და საპატრიარქოც დაექვემდებარებინა, რაც არ გამოუვიდათ“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ახლა პროცესის შელამაზება მიმდინარეობს.

გურამ მაჭარაშვილი: „ბოლო წლების განმავლობაში დავინახეთ, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ზეწოლა უკვე აშკარად გაიზარდა“

„ქართულ ოცნებას“ ეკლესიის რეპუტაციით, ერთი მხრივ, ხმების მიღება უნდა, მეორე მხრივ, ეკლესიის თავზე შემოჯდომა, რადგან, ფაქტობრივად, მათ მიერ შეთავაზებული ჩანაწერი ეკლესიას ადმინისტრაციულ ორგანოდ აქცევს – მთავრობას პირდაპირ თუ ირიბად ეკლესიის ხელმძღვანელის დანიშვნაც შეუძლია.

ჯაფარიძე: „ოცნებას“ ხრიკი ჩაუვარდა, მან მართლმადიდებელი ეკლესიისგან ძალიან მკაფიო პასუხი მიიღო – ეკლესიის პოზიციას ჩვენ ცალსახად დავუჭერთ მხარს“

„ „ქართულ ოცნებას" არც მართლმადიდებლობის და არც ეკლესიის განმტკიცების არანაირი ინტერესი არ ჰქონია, რაზეც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ პასუხი გასცა.“

საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების დროს ასეთი მცდელობები სულ იყო, მაგრამ საპატრიარქოსა და პატრიარქის პოზიცია ყოველთვის ცხადი იყო, რომ მათ ეს არ სჭირდებათ.

ახლა „ქართულმა ოცნებამ“ საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა, ორი კურდღელი ერთად დაეჭირა – ხმებიც მიეღო და საპატრიარქოც დაექვემდებარებინა, რაც არ გამოუვიდათ და იმ უარის შელამაზება მიმდინარეობს, რითაც „ქართულ ოცნებას“ ცოტა გული გაუტეხეს.

მთავრობა რომ არ გააბრაზონ, პროცესის შელამაზება მიმდინარეობს, მაგრამ შეთავაზება, როგორც საარჩევნო დაპირება, ჩაიშალა“. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „პირველ არხთან“ საუბრისას.

ბიძინა ივანიშვილი: მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები