მთავარი ოპოზიციური ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც გარეწარი კეზერაშვილი აფინანსებს. თუ ეს მოცემულობა არ შეიცვალა, „ქართული ოცნება“ ვერასოდეს დამარცხდება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ქართული არმიის ქურდი და შემდგომ უკვე მთელი მსოფლიოს მოხუცთა მტარვალი და მძარცველი კეზერაშვილი კეთილშობილი მიზნებისთვის არ და ვერ იბრძვის“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით კეზერაშვილს კვიპროსში შეხვდებიან.
