LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე – რვა თვის განმავლობაში მოთქმა, გოდება, წკმუტუნი და ტირილი არ მიმაჩნია სწორად

287
24618d0d535c11ff1ee6891ccb54fd49

„მე ვისურვებდი, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეყოთ ვაჟკაცობა იმის, რომ ეს შედეგი, რომელიც დადგა, უბრალოდ მიიღონ და 8 თვის განმავლობაში ცოტა არ იყოს და მოთქმა, გოდება და ტირილი არ მიმაჩნია სწორად”, – ამის შესახებ არტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ნებისმიერ ადამიანთან თანამშრომლობისთვის მზად არის, ოღონდ არა იმ ხალხთან, ვინც ფსიქოლოგიურად ვერ გადალახა რვა თვის განმავლობაში პარტიული მარცხი.

მე ვისურვებდი, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეყოთ ვაჟკაცობა იმის, რომ ეს შედეგი, რომელიც დადგა, უბრალოდ მიიღონ და 8 თვის განმავლობაში ცოტა არ იყოს და მოთქმა, გოდება და ტირილი არ მიმაჩნია სწორად. ყველა ადამიანს, ვისაც უნდა ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის წინააღმდეგ ბრძოლა, ცხადია მივესალმებით, კარი არის ღია და ნებისმიერ ადამიანთან მზად ვართ სათანამშრომლოდ, ოღონდ არა იმ ხალხთან, ვინც ფსიქოლოგიურად ვერ გადალახა ამ რვა თვის განმავლობაში პარტიული მარცხი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობა“ ორად გახლიჩა უსამართლობამ, უზნეობამ, ღირებულებებისგან დაცლამ – არაფორმალური მმართველობის ქვეშ ერთობა გამორიცხულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები