LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: „პოლიციელების მიერ ჩემზე ძალადობას არ იძიებენ, ხდება მათი წახალისება – ხელისუფლება გადაიქცა მოძალადე რეჟიმად, ტერორისტულ ორგანიზაციად, მოძალადეებს ხელს აფარებს“

146
ალეკო ელისაშვილი

„ხელისუფლება გადაიქცა მოძალადე რეჟიმად, ტერორისტულ ორგანიზაციად, ხელს აფარებს მოძალადეებს და ახალისებს ძალადობას“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც მან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პოლიციელების მიერ მასზე განხორციელებულ ძალადობას არ იძიებენ, იმიტომ, რომ სინამდვილეში მოძალადე პოლიციელების წახალისება ხდება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს

ლევან ხაბეიშვილსა და მის ადვოკატს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით დაბარებასთან დაკავშირებით უწყება ჩაბარდათ, თუმცა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

„17 აპრილს, ღამით, მთავრობის კანცელარიასთან ჩემ წინააღმდეგ იძალადა რამდენიმე პოლიციელმა, დაახლოებით 5-მა პოლიციელმა. ყველაფერი კადრებში ჩანს, გადაღებულია. თითოეული მათგანი სახეზე ჩანს და ამ საქმის გამოძიება, დამნაშავეების ამოცნობა და შესაბამისად დასჯა იყო ძალიან მარტივი.

ჩემ ზურგს უკან არის ერთი ბეჩავი ორგანიზაცია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სადაც გამოკითხვაზე მე და ჩემი ადვოკატი ვიყავით. მას შემდეგ 20 დღეზე მეტი გავიდა და არც არავინ დაუკავებიათ, არადა სახეზე ჩანს მოძალადე პოლიციელები. არც არავისთვის ბრალი წარუდგენიათ, როცა საქმე ხელისგულზეა და მეტიც, დაზარალებულადაც კი არ მცნეს.

ასევე ნახეთ

„ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი” – ალეკო ელისაშვილი

სინამდვილეში ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, ჩვეულებრივი ქართველი, მაგრამ ვარ პარლამენტის წევრი, კონსტიტუციის მიხედვით, მიცავს იმუნიტეტი, ხელშეუხებლობის მაღალი გარანტიები მაქვს წესით. არადა, ჩემ წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა ძალიან ბანალურ ძალადობას და ყურს არ იბერტყავს არც ხელისუფლება და არც ეს რაღაც უდღეური ორგანიზაცია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

„ძალიან სამწუხაროა ალეკო ელისაშვილის შემთხვევა“ – ვახტანგ გომელაური

ასეთ ფაქტთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში ეს საქმის ჩაფარცხვაც არ არის, სინამდვილეში ეს არის მოძალადე პოლიციელების წახალისება, რომ ამ პოლიციელებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და არამხოლოდ დეპუტატზე იძალადონ, არამედ იმ აქციის ნებისმიერ მონაწილეზე, რომელიც ასე ხანგრძლივად მიმდინარეობს”. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები