LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: „შესაძლოა, დღესვე დამაკავონ, მზად ვარ, სახლში არ დავბრუნდე – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა „ვივამედი“ და ნადირაძე დამნაშავედ ცნო და სოციალური ქსელიდან ჩემი რენტგენის ფოტოს აღება დაავალა“

250
ალეკო ელისაშვილი და ნინო ნადირაძე

„პოლიტიკურ დევნას მედავებიან კაცის, რომელიც რანაირი პოლიტიკოსია თვითონაც რომ არ იცის – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კლინიკა „ვივამედი“ და ნადირაძე დამნაშავედ ცნეს და თავისი სოციალური ქსელიდან ჩემი რენტგენის ფოტოს აღება დაავალეს“, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც საქმის არსებითი განხილვა მოხდება, შესაძლოა ის დააკავონ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ყველაფერი მოსამართლისა და „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„ვიფიქრე, ხომ არ გააფრინა-მეთქი, „რა დღეში ხარ ბიჭო“-თქო, მითხრა: შენ გეუბნები, შენი დედაო, უცბად დამარტყა“ – რას ჰყვება ალი ბაბაევი, რომელიც ალეკო ელისაშვილს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

„დღეს იქნება ჩემი საქმის არსებითი განხილვა, არ ვიცი, სასამართლო კი ჰქვია ამ უმსგავსობას, მაგრამ არანაირი სამართალი არ არის. არ ვიცი, შესაძლოა, დღესვე დამაკავონ, ან არ დამაკავონ, შესაძლოა მოწმედ დიდი სახელოვანი პოლიტიკური მოღვაწე ალი ბაბაევი მოიყვანონ.

მოვედი, მზად ვარ იმისთვის, რომ სახლში არ დავბრუნდე. ყველაფერი მოსამართლის ხასიათსა და განწყობაზე იქნება დამოკიდებული და იმაზე თუ რა გადაწყვიტეს „ქართულ ოცნებაში“ და მოსამართლეს რა დაავალეს.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შემეცვალა აღკვეთის ღონისძიება, რაც ციხეში ჩემი ყოფნის მე-12 დღეს მოხდა და პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება, საქართველოში ევროსაბჭოს დელეგაციის ჩამოსვლას.

„კადრებში ჩანს, ჩხუბის შემდეგ ალი ბაბაევმა კეტი წაართვა ვიღაცას და მომიქნია, რომ მომხვედროდა გადამიხლეჩდა თავს, თუმცა ამაზე ყურს არავინ არ იბერტყავს“ – ელისაშვილმა ბაბაევის წინააღმდეგ პოლიციაში სარჩელი შეიტანა

პოლიტიკურ დევნას მედავებიან კაცის, რომელიც რანაირი პოლიტიკოსია, თვითონაც რომ არ იცის, გიორგი გახარია რომ სცემეს ბათუმში საქმე აღიძრა ცემის მუხლით. ანუ ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „ვივამედში“ მისი გადაყვანის შესახებ და აღნიშნა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა კლინიკა „ვივამედი“ და ნინო ნადირაძე დამნაშავედ ცნო და სოციალური ქსელიდან რენტგენის ფოტოს აღება დაავალა.

„ვივამედს“ რაც შეეხება, დაკავების შემდეგ ნეკნი მქონდა მოტეხილი. დაკავებული დუშეთის იზოლატორიდან „ვივამედში“ მიმიყვანეს, გადამიღეს რენტგენი და არაფერი არ გჭირსო. თვენახევრის შემდეგ, მივედი ჰოსპიტალში და მითხრეს, რომ დაბეჟილობა კი არ მქონდა, არამედ ნეკნი მქონია მოტეხილი.

„არანაირი მწვავე ტრავმა არ აღინიშნებოდა, ვიმეორებ, მწვავე, ტკივილგამაყუჩებელიც კი არ გააკეთებინა მორიგე ექიმს“ – ნინო ნადირაძე ალეკო ელისაშვილის ბრალდებას პასუხობს

„ვივამედმა“ ეს მონაცემი დამალაა და როდესაც ეს ხმამაღლა ვთქვი გამოხტა „ვივამედის“ ის უცნაური ქალი, დირექტორი და ჩემი რენტგენის ფოტო გამოაფრიალა, ჩემი პერსონალური ინფორმაცია, ამით კი მეორედ დაარღვია ჩემი უფლებები.

შემდეგ მივმართე პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს და კლინიკა „ვივამედი“ და ნადირაძე დამნაშავედ ცნეს და თავისი სოციალური ქსელიდან ჩემი რენტგენის ფოტოს აღება დაავალეს“, – ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

ელისაშვილი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g