მსოფლიო კინომატოგრაფიის ლეგენდა, ფრანგი კინოვარსკვლავი ალენ დელონი საავადმყოფოში მოხვდა. როგორც გამოცემა bfmtv წერს, 83 წლის მსახიობს გულის არითმია აწუხებს, რაც თავბრუსხვევას და თავის ტკივილს იწვევს.
მათივე ცნობით, ალენ დელონი საფრანგეთში ნეი-სიურ-სენის ჰოსპიტალში იმყოფება.
ალენ დელონი წელს კანის კინოფესტივალის მთავარი გმირია. მსახიობს კანის 72-ე კინოფესტივალზე საპატიო ოქროს პალმის რტო სწორედ კინემატოგრაფიაში შეტანილი ღვაწლისთვის გადასცეს.
კარიერის განმავლობაში ალენ დელონი 90-ზე მეტ ფილმშია გადაღებული.