ფრანგმა სამართალდამცველებმა ლეგენდარული მსახიობის, ალენ დელონის სახლიდან 72 ცეცხლსასროლი იარაღი და 3 000-ზე მეტი ტყვია ამოიღეს. პროკურორების ცნობით, დელონს იარაღის ფლობის ნებართვა არ ჰქონია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ყოველივე ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ალენის ქალიშვილმა, ანუშკა დელონმა გამოცემა Elle-ს განუცხადა, რომ მამამისს იარაღის დიდი კოლექცია აქვს.
„ჩემი ძმები სახლში იარაღით დადიან და მიაჩნიათ, რომ ველურ დასავლეთში იმყოფებიან“– აღნიშნა ინტერვიუს დროს ანუშკამ.