„ალექსანდრე ბასილაია – ზღაპარი სიყვარულისა“ – ამ სახელწოდებით ცნობილი ქართველი კომპოზიტორის 75 წლის იუბილე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში აღინიშნება. პროექტს ნოდიკო ტატიშვილი წარმოადგენს. მასთან ერთად ალექსანდრე ბასილაიას ცნობილ დუეტებს შეასრულებენ ქართული ესტრადის არაჩვეულებრივი მომღერლები მარიამ როინიშვილი, მაკა ზამბახიძე, ნეკა სებისკვერაძე, სოფო ხალვაში, სალომე ბაკურაძე, სოფო გელოვანი და თიკა მახალდიანი.
კონცერტზე შესრულდება ბასილაიას სიმღერების ახალი ვერსიები, რომლის ავტორიც მუსიკოსი, პიანისტი დავით მაზანაშვილია.
დღეიდან ბილეთები უკვე იყიდება საიტზე tkt.ge. ბილეთების ფასები: 20, 40, 50 ლარი.