“სანამ გამოძიება არ გამოამზეურებდა, არ გამოაქვეყნებდა ამ ინფორმაციას, გამოძიების ინტერებიდან გამომდინარე, უფლება არ მქონდა რაიმე ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის – “ტვ პირველისთვის”,- ამის შესახებ „ტვ პირველის“ მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.
როგორც გეჯაძე განმარტავს, ის კანონის ფარგლებში მოიქცა.
“30 დეკემბრამდე 1 კვირის ინტერვალით შეთანხმებისამებრ დამიკავშირდა სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების კოლეგა, ვისთან ერთადაც გამოვიკვლიეთ მიცვალებული. ხელმოუწერელი დასკვნის პროექტს გავეცანი და შევისწავლე. ჩავრთე და კონსულტაცია გავწიე “ვექტორის” ექსპერტებთან. შესაბამისად, 30 დეკემბერს მოვაწერე ხელი ამ დასკვნას. 3 იანვარს სამხარაულის საექსპერტო დაწესებულებას მივმართე, სადაც მოვითხოვე სრული ასლის გადმოცემა. 4 იანვარს ავიღე ხელზე დასკვნა.
ამ შემთხვევაში დამკვეთი იყო სახელმწიფო სტრუქტურა, გამოძიება, შემსრულებელი კი სამხარაულის საექსპერტო ცენტრი. მე ვიყავი კომისიაში მოწვეული და ჩართული. დამკვეთი გამოძიება იყო. სანამ გამოძიება არ გამოამზეურებდა, არ გამოაქვეყნებდა ამ ინფორმაციას, გამოძიების ინტერებიდან გამომდინარე, უფლება არ მქონდა რაიმე ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის – “ტვ პირველისთვის”. მე კანონის ფარგლებში მოვიქეცი. ამ ინფორმაციის დამალვის არანაირი ინტერესი და მიზანი არ მქონდა. მე არც გამოძიების, არც “ტვ პირველის”, არც სამხარაულის, არამედ ჩემი მორალის და პროფესიონალიზმის კანონიერი ინტერესებით ვმოქმედებდი”,- აღნიშნავს გეჯაძე.
“მერამდენედ უნდა მოკლან ეს ბიჭი?” – რას წერს ლექსო ლაშქარავას მეუღლე
„UNESCO“-მ მსოფლიოში მოკლული (!) ჟურნალისტების სია განაახლა – ლექსო ლაშქარავაც იქაა: ელენე ხოშტარია