“ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით განცხადება მისმა მეუღლემ, ირინა ლომსაძემ გააკეთა.
როგორც ლომსაძე სოციალურ ქსელში წერს, საგამოძიებო უწყებამ დასკვნა მაშინ გამოაქვეყნა, როცა თავად დასჭირდა.
“მერამდენედ უნდა მოკლან ეს ბიჭი Aleksandre Lashkarava?! ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ექსპერტიზის დასკვნას მაშინ გამოაქვეყნებდნენ, როდესაც თავად დასჭირდებოდათ… მართალია შინაარსი ჯერ არ ვიცი სრულად, თუმცა ეჭვი არ მეპარება ეგეც სათავისოდ შეთხზული იქნება….”-წერს ირინა ლომსაძე.
„UNESCO“-მ მსოფლიოში მოკლული (!) ჟურნალისტების სია განაახლა – ლექსო ლაშქარავაც იქაა: ელენე ხოშტარია