LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე სკარსგარდის მკაცრი დიეტა

275

ფილმში ”ტარზანი. ლეგენდა”, მთავარი როლის შემსრულებელს ალექსანდრე სკარსგარდს, საკუთარი სხეულის იდეალურ ფორმაში მოსაყვანად მკაცრი დიეტის დაცვა მოუხდა. როგორც მსახიობმა აღნიშნა, 9 თვის განმავლობაში მისი რაციონი მხოლოდ ქათმის ხორცისა და ბროკოლისგან შედგებოდა. გარდა ამისა, პროდუქტი მაქსიმალურად მარტივად – ნაღების, შაქრის და სხვა სწრაფი ნახშირწყლების გარეშე, მხოლოდ სუნელებით და ლიმონის წვენით მზადდებოდა. საკვებს სკარსგარდი ყოველ სამ საათში ერთხელ იღებდა, პორციები კი, იმდენად მცირე იყო, რომ მსახიობს მუდმივად აწუხებდა შიმშილის გრძნობა. ”ყოველი ჭამის შემდეგ, საათს ვუყურებდი და გული მისკდებოდა, რომ შემდეგ პორციამდე კიდევ უამრავი დრო რჩებოდა”, – იხუმრა სკარსგარდმა.

ფილმის გადაღებების შემდეგ მსახიობი კვების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა. თუმცა, ძალიან მალე ისევ მოუხდა დიეტის გახსენება, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი სცენა, რომლის ხანგრძლიობაც სულ რაღაც ხუთ წამს გრძელდებოდა, ხელმეორედ იყო გადასაღები. მსახიობმა ფილმის პროდიუსერებს კომპიუტერული გრაფიკის გამოყენება შესთავაზა, თუმცა მალევე გადაიფიქრა, ისევ დიეტას მიმართა და სასურველ შედეგსაც მიაღწია.   

940x1032_1_438ec586815aa184dd6b6a2b3f7d12e9@1000x1098_0xc0a839a4_12103638441467386070

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები