LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ზაზარაშვილი: „საქართველოდან ამერიკაში უკან რომ დავბრუნდი, დაახლოებით, ერთი თვე იყო გასული, როცა პირველად წამომივიდა ცრემლები, არადა, წლების განმავლობაში იმდენი სირთულე გამოვიარე და მაშინ არ წამომსვლია ცრემლი… თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო, სანამ, ეს ყველაფერი მოხდებოდა – ჩემი ძმის ტრაგედია, შეყვარებულთან დაშორება…“

903
ალექსანდრე ზაზარაშვილი

მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც 12 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, როგორც ემიგრანტი, ამჟამად 18 წლისაა. ის ჟურნალ „თბილისელებს“ (31 მარტის ნომერი) უყვება, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ:

„როცა ჩემი შეყვარებული გავიცანი, მანაც დიდი გავლენა მოახდინა ძველი ალექსანდრეს დაბრუნებაზე. უანგარო სიყვარული მქონდა და ამან ძალიან გამალღო. შემდეგ საქართველოში ჩამოვედი და ოჯახის სითბო თავიდან შევიგრძენი. პირველი ჩამოსვლისას ცოტა უცხოდ ვგრძნობდი თავს, მაგრამ უკან რომ დავბრუნდი, დაახლოებით, ერთი თვე იყო გასული, როცა პირველად წამომივიდა ცრემლები, არადა, წლების განმავლობაში იმდენი სირთულე გამოვიარე და მაშინ არ წამომსვლია ცრემლი, ხელახლა განცდილ სითბოსთან განშორება ძალიან გამიჭირდა და ვიგრძენი, რომ ყველაფერმა რკინის ალექსანდრე გაალღო. თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო, სანამ, ეს ყველაფერი მოხდებოდა – ჩემი ძმის ტრაგედია, შეყვარებულთან დაშორება, ჩემს ვიდეოდღიურებს ვუყურებდი და ვფიქრობდი, ალექსანდრე, რა გამოიარე და როგორ მყარად დგახარ ფეხზე, ახლა ისევ მოლბი, რკინის ალექსანდრე აღარ არსებობს და მსგავსი რამ რომ მოხდეს, ალბათ, ვეღარ გავუძლებ-მეთქი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g