LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსი პეტრიაშვილს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ

59

“თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს გაწერენ. როგორც პარტიაში განაცხადეს, ალექსი პეტრიაშვილი დილით ექიმებთან საბოლოო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც საავადმყოფოს დატოვებს.

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ქვედა კიდურების და წელის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g