LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსთან ასე არასდროს ბრწყინავდა – ბენ აფლეკთან რომანზე ჭორების პარალელურად ჯეი ლო სოციალურ ქსელში შთამბეჭდავ ფოტოებს ავრცელებს

321
page

დომინიკის რესპუბლიკაში, ფილმის Shotgun Wedding გადაღებები დასრულდა. 51 წლის ჯენიფერ ლოპესმა  ფილმის გამოსვლის თარიღი გაამხილა, მძაფრსიუჟეტიან კომედიას მომავალი წლის ზაფხულში ვიხილავთ. ახლა ლოპესი მშობლიურ ლოს-ანჯელესში იმყოფება, სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნებული ვარსკვლავი ახალ ინტრიგებში უკვე გაეხვია, პაპარაცებმა ბენ აფლეკი მისი სახლიდან გამოსული არაერთხელ დააფიქსირეს.

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთად გამოიჭრეს – პაპარაცული ფოტოები

„სიყვარული და პატივისცემა შენ ჩემგან“ – ლენი კრავიცი ჯეი ლოსთან ერთად გადაღებულ ფოტოსა და ემოციურ პოსტს ავრცელებს

ჯეი ლო თავის საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული. ახლახანს არტისტმა სოციალურ ქსელში შთამბეჭდავი ფოტოები გაავრცელა. ერთ-ერთ ფოტოში მას თეთრსა და ვერცხლისფერ ფერებში გადაწყვეტილი კომბინეზონი აცვია, მეორე ფოტოში კი ჭრელი ბოდე.

„არ გამოტოვოთ Global Citizen, ის ზუსტად 5 დღეში გაიმართება“, – წერს ვარსკვლავი, რომლის ფოტოებმაც უამრავი მოწონება დაიმსახურეს და ბევრი კომენტარიც დაიწერა.

„ალექსთან განშორება მოუხდა“, „მუდამ გრაციოზული“, „ასე არასდროს ბრწყინავდა“, – წერენ ჯეი ლოს თაყვანისმცემლები.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Jennifer Lopez (@jlo)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Jennifer Lopez (@jlo)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები