სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ 51 წლის ჯენიფერ ლოპესი და 48 წლის ბენ აფლექი კვლავ ერთად არიან.
ექსკლუზივი: „ბენიფერი“ კვლავ ერთად – ბენ აფლეკი ჯეი ლოს სტუმრად ეწვია
ახლა კი ინტერნეტსივრცეში პაპარაცული ფოტოებიც გამოჩნდა. ბენი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეყვარებულს, ანა დე არმასს დაშორდა, ჯეი ლოს სახლიდან გამოსული არაერთხელ დააფიქსირეს. შემდეგ კი წყვილი ერთსა და იმავე მანქანაში გადაიღეს. ფოტოებს „დეილი მეილი“ ავრცელებს
მიუხედავად იმისა, რომ ინსაიდერები აღნიშნულ შეხვედრებს მეგობრულად აღიქვამენ, ინტერნეტსივრცეში საზოგადოების ნაწილს მაინც ჰგონია, რომ მათ რომანი აქვთ.
შეგახსენებთ, ჯეი ლო და მისი ყოფილი საქმრო, ალექს როდრიგესი ერთმანეთს სულ ცოტა ხნის წინ დაშორდნენ.
რაც შეეხება საზოგადოებისთვის საყვარელ წყვილს, „ბენიფერს“, მათი რომანი 2003 წელს გამოსული ფილმის, „ჯილი“ გადასაღებ მოედანზე დაიწყო. შემდეგ ისინი დაინიშნნენ. ბენმა ჯეი ლოს უზარმაზარი, ვარდისფერთვლიანი ბეჭედი აჩუქა. ქორწილი კი 2003 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა ის ჩაიშალა.
ტაბლოიდების ცნობით, პოპ-ვარსკვლავი აფლეკმა მიატოვა. როგორც დასავლური მედია წერდა, დაშორების შემდეგ ლოპესი დიდხანს ებრძოდა დეპრესიას და ამტკიცებდა, რომ ბენი მისი ცხოვრების სამუდამო სიყვარული იყო.