LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბენ აფლეკმა ვარდისფერი ბრილიანტის ბეჭედი მაჩუქა“ – ჯენიფერ ლოპესმა წარსული გაიხსენა

584
safe-image

50 წლის ჯენიფერ ლოპესმა Apple Music-ის შოუში მიიღო მონაწილეობა და საზოგადოებას გაუმხილა, თუ რითაა დაკავებული თვითიზოლაციის პერიოდში. მან თქვა, რომ შვილებთან ერთად  მიუზიკლებს უყურებს, მათგან კი „სასაცილო გოგონა“ გამოჰყო, სადაც მთავარ როლს ბარბრა სტრეიზანდი ასრულებს.  შემდეგ კი წარსულიდან ერთი ეპოზიდიც გაიხსენა.

„ბარბარა ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალზე გავიცანი, მაშინ მე ჯერ კიდევ ბენ აფლეკზე ვიყავი დანიშნული, რომელმაც ჩვენს ნიშნობაზე ვარდისფერი ბრილინტის ბეჭედი მაჩუქა, სწორედ აღნიშნულმა ბეჭედმა მიიქცია ბარბრას ყურადღება, ის ჩემთან მოვიდა და ბეჭდის დათვალიერება მთხოვა, მე გამიკვირდა, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ მას ბრილიანტები მოსოწნდა, შემდეგ კი მკითხა, თუ როგორ ვუმკლავდებოდი პოპულარობას“, – გაიხსენა ჯეი ლომ.

შეგახსენებთ, ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი 2002 დაინიშნენ, თუმცა ერთმანეთს მალევე დაშორდნენ. ლოპესი ახლა ბეისბოლისტ ალექს როდრიგესს ხვდება.

სულ ცოტა ხის წინ, ცობილი გახდა, რომ როგორც კი პანდემია ჩაივლის, წყვილი იტალიაში გეგმავს საქორწინო ცერემონიალის გადახდას.

„მე ზუსტად არ ვიცი, როდის მოხდება ეს, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვცხოვრობთ“, – აღნიშნა ლოპესმა ქორწინებასთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები