ტაბლოიდები თითქმის არასდროს ცდებიან. ჩვენ ჯერ კიდევ მარტში გავავრცელეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი 4 წლიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შემდეგ უამრავი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს წყვილი კვლავ ერთად იყო და ურთიერთობის აღდგენას ცდილობდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ მათ საგანგებო განცხადება გაავრცელეს და განშორების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს.
ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი ოფიციალურად დაშორდნენ – წყვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
მათი საბოლოო განშორების შემდეგ ახალი დეტალები იკვეთება, ლოპესთან დაახლოებული პირი წერს, რომ ,,თუკი ადამიანი მის ნდობას ერთხელ დაკარგავს, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს“. სავარაუდოდ საუბარია ალექსისა და რეალითი შოუს ვარსკვლავის, მედისონ ლიკროის შესაძლო რომანზე.
ალექს როდრიგესი ჯენიფერ ლოპესს რეალითი შოუს ვარსკვლავთან ღალატობს? – წყვილი სკანდალში გაეხვია
აქვე ცნობილი ხდება, რომ ჯეი ლოს ალექსის მიერ ნაჩუქარი, 1,8 მილიონ დოლარად შეფასებული ნიშნობის ბეჭედი კვლავ აქვს და მის დაბრუნებას არც აპირებს.
მოკლედ, როგორც ჩანს, ყველაფერი დასრულდა, 51 წლის ჯენიფერ ლოპესი კვლავ თავისუფალია, დაველოდოთ ვინ იქნება შემდეგი, მ მანამდე კი გადაავლეთ თვალი ვარსკვლავის ექს-მამაკაცებს.
ჯეი ლო და ოჯანი ნოა
ჯეი ლო და კრის ჯადი
ჯეი ლო და შონ ქომბსი
ჯეი ლო და ბენ აფლეკი
ჯეი ლო და მარკ ენტონი
ჯეი ლო და ალექს როდრიგესი