LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალისია ვიკანდერი და მაიკლ ფასბენდერი პირველ შვილს ელოდებიან

768
alisiavikander2022

ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი წყვილი, 43 წლის მაიკლ ფასბენდერი და 32 წლის ალისია ვიკანდერი პირველ შვილს ელოდებიან. მედიაში ვიკანდერის ორსულობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ ზაფხულში გაჩნდა, როდესაც პაპარაცებმა შენიშნეს, რომ ვიკანდერი წონაში საგრძნობლად იყო მომატებული.

ეს ეჭვები კიდევ უფრო გამყარდა შემოდგომით, როდესაც მსახიობები ერთად გამოჩნდნენ სტოკჰოლმში. აქ უკვე კარგად ჩანდა ალისიას მომრგვალებული მუცელი, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად არც მაშინ დადასტურებულა.

უკვე დღეს კი ორსულობის ამბავი დადასტურდა, როდესაც ვიკანდერმა ,,ტვიტერზე” ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ოსკაროსანი მსახიობი საკუთარ სახლში პოზირებს და მას უკვე კარგად ეტყობა ორსულობა. სავარაუდოდ, ვიკანდერი ორსულობის მეშვიდე-მერვე თვეშია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები