LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული ბრენდი „ლუი ვიტონი“ სკანდალში გაეხვა –  ბრენდის რეკლამაში რუსული პროპაგანდისტული სიმბოლო Z გამოჩნდა

2701
lui

ფრანგული ბრენდი, „ლუი ვიტონი“ ახალი სარეკლამო კამპანიის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ახალი სამაჯურების კოლექციის ლოგოტიპი ძალიან ჰგავს რუსულ პროპაგანდისტულ სიმბოლოს  Z, რეალურად კი ეს L და V ასოების სინთეზია.

ახალ ფოტოებზე ჩანს მსახიობი ალისია ვიკანდერი და მუსიკოსი კიტ კადი, რომელსაც ხელზე სწორედ Z-ს სიმბოლიკის სამაჯურები უკეთიათ. ყველამ იცის, რომ დღეს Z რუსული პროპაგანდისტული მოძრაობის ნიშანია და ის პუტინის მომხრეებს აერთიანებს. სწორედ ეს სიმბოლოა დღეს რუსულ საბრძოლო ტექნიკაზეც. ამ ფოტოების გავრცელებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ბრენდის მომხმარებლებში. ოფიციალური კომენტარი „ლუი ვიტონის“ მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა.

ფოტო: რუსული Elle სკანდალში ეხვევა – უახლესი ნომრის გარეკანზე, დევა კასელის ფოტოსთან „თაობა Z“ წერია 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g