LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლუი ვიტონის“ მუზები – ალისია ვიკანდერი და ლუპიტა ნიონგო დეფილეზე (ფოტო)

320
lptnnggggg

,,პარიზის მოდის კვირეული” დასასრულს უახლოვდება. როგორც ყოველთვის, საფინალო ჩვენება „ლუი ვიტონის“ მოდის სახლმა წარმოადგინა. დეფილეს დიზაინერის მუზები, ალისია ვიკანდერი, ლუპიტა ნიონგო, ფლორენს პიუ, ლეა სეიდუ და კოდი ფერნი ესწრებოდნენ. ნიკოლა გესკიერის მიერ შექმნილი ახალი კოლექცია ფუტურიზმისა და ვინტაჟის სინთეზსს წარმოადგენდა.

„ოსკროსანი“ მსახიობები, ალისია ვიკანდერი და ლუპიტა ნიონგო ხშირად წარადგენენ ბრენდის კოლექციებს. ამჯერად ალისია ლურჯი ფერის ზედასა და ჭრელ ქვედაბოლოში იყო გამოწყობილი. ლუპიტა ნიონგო კი სალათისფერ კაბაში, რომელსაც „ლუი ვიტონის“ ბრენდირებული ქამარი ამშვენებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები