LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალმას“ პასუხი NCDC-ს: ვაქცინაციაზე ბილბორდები უფასოდ გამოვყავით, კამპანიის გაგრძელება არ უთხოვიათ

92
სიძულვილის შემცველი პლაკატები

სარეკლამო კომპანია „ალმა“, ქვეყნის მასშტაბით გამოკრულ სიძულვილის შემცველ ბილბორდებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს პასუხობს.

კომპანიის განცხადებით, ისინი ვაქცინაციის კამპანიისთვის სივრცეს უსასყიდლოდ თმობდნენ, ხოლო NCDC-ს  კამპანიის გაგრძელების სურვილი არ გამოუთქვამს, რის გამოც, „ალმას“ განმარტებით, მათ ბილბორდები ჩამოხსნეს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ მორიგ განცხადებაში ვკითხულობთ, მათ ქვეყნის მასშტაბით, უსასყიდლოდ, 40 გარე სარეკლამო მონიტორი და 14 სარეკლამო ბილბორდი განათავსეს.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად, კომპანია „ალმა“ დამატებით განმარტავს:

„მიმდინარე წლის აპრილის თვეში, სარეკლამო კომპანია „ალმა“-მ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდასაჭერად, ქვეყნის მასშტაბით უსასყიდლოდ გამოყო 40 გარე სარეკლამო მონიტორი და 14 სარეკლამო ბილბორდი, რითაც მაქსიმალურად შეუწყო ხელი საზოგადოების ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიის ეფექტიანად განხორციელებას.

აღნიშნული მხარდამჭერი აქცია ხორციელდებოდა მიმდინარე წლის 14 აპრილიდან და საწყის ეტაპზე დაგეგმილი იყო 3 თვის ვადით.

„ალმა“-მ პირნათლად შეასრულა თავისი დანაპირები ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში და მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ვიზუალები და სარეკლამო რგოლები სარეკლამო კონსტრუქციებზე სრულად შენარჩუნდა,“ – აღნიშნულია განცხადების ტექსტში.

კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს კომპანიასთ არანაირი სახის კომუნიკაცია არ დაუმყარებია და მათთვის კამპანიის გაგრძელება არ უთხოვიათ, „ალმა“-ს განმარტებით, მათ ისევ უსასყიდლოდ შეინარჩუნეს და დღემდე ინარჩუნებს ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით განთავსებულ გარე სარეკლამო ბანერებსა და სარეკლამო რგოლებს მონიტორებზე.

ცესკომ ქვეყანაში ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გამოკრულ ბანერებზე მოკვლევა დაიწყო

„დამატებით აღვნიშნავთ, რომ მას შემდეგ რაც, რამდენიმე დღის წინ, მოხდა ვაქცინაციის მოწოდების ვიზუალის სულ 3 (სამი) „ლოკაციაზე“ სხვა შინაარსის იმიჯებით ჩანაცვლება, კომპანია „ალმა“-მ, საკუთარი ინიციატივითვე, უზრუნველყო: პირველი, მათ სანაცვლოდ სხვა ბილბორდების კვლავ უსასყიდლოდ გამოყოფა, და მეორე, სარეკლამო მონიტორებზე/ეკრანებზე ვაქცინაციის მოწოდების ვიდეო რგოლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი გაზრდა.

შედეგად, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში „ალმა“-ს 50-ზე მეტი სარეკლამო კონსტრუქცია და მონიტორი სრულიად უსასყიდლოდ კვლავ ეთმობა ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიას.

აქვე ელემენტარული ობიექტურობის დაცვის მიზნით განვმარტავთ, რომ საჯაროში სივრცეში გავრცელებული 2021 წლის 14 აპრილის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო „ალმა“-სა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის, ეხებოდა მხოლოდ ბანერების (სარეკლამო ვიზუალის) დაბეჭდვას და მათ ბილბორდებზე გაკვრას (სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას) და არ ითვალისწინებდა სარეკლამო კონსტრუქციების დაქირავების საფასურს (იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ზემოთაც ითქვა, სარეკლამო კონსტრუქციები კომპანია „ალმა“-მ გამოყო სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე და ანაზღაურება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბანერების დაბეჭდვასა და მათ ტექნიკურად გაკვრაში).

აქვე განვმარტავთ, რომ 2021 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება „ალმა“-ს მიერ ჯერ კიდევ 2021 წლის 20 აპრილისთვის სრულად იქნა შესრულებული, რასაც ადასტურებს კიდეც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და „ალმა“-ს შორის ა/წ 20 აპრილს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რასაც წინამდებარე განცხადებას თან ვურთავთ.

რაც შეეხება ხელშეკრულების 18.2 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულების მოქმედების ვადას, იგი ეხებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უფლებას დადგენილი ვადის განმავლობაში (ანუ ამა წლის 31 დეკემბრამდე) მოეთხოვა სარეკლამო ვიზუალის დაბეჭდვა და მისი გაკვრა სარეკლამო კონსტრუქციებზე/სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება, და როგორც ზემოთაც ითქვა, ეს ვალდებულება ჩვენი კომპანიის მიერ დაუყოვნებლივ, ჯერ კიდევ 2021 წლის 20 აპრილისთვის იქნა შესრულებული.

სამწუხაროა, რომ „ალმა“-ს მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ვაქცინაციის მხარდამჭერი აქცია პოზიტიური შეფასების ნაცვლად კომპანიაზე უსაფუძვლო თავდასხმების საფუძველი გახდა,“ – აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, კომპანია „ალმა“ უშუალოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ გამყრელიძისგან მათ დაუმსახურებელი და არაობიექტური დამოკიდებულება მიიღეს. კომპანია ამის შესაძლო მიზეზად კი, „საქმის დეტალებში გაურკვევლობით“ ხსნის.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი კომპანია „ალმას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღადგინოს ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერები

„აბსოლუტურად გულწრფელად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ბ-ნ ამირან გამყრელიძეს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, თუმცა ვფიქრობთ, რომ არ არის სწორი დაუმსახურებლად და არაობიექტურად მოექცე ვინმეს. დარწმუნებული ვართ, უფრო მეტი დროის დათმობისა და საქმის დეტალებში გარკვევის შემთხვევაში მათ მიერ ამ ტიპის განცხადების გაკეთება არ მოხდებოდა.

ასევე, გვინდა ვთხოვოთ და მოვუწოდოთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოთ ბიზნესზე უსაფუძვლო, არაობიექტური შეტევებისა და თავდასხმებისგან, რამეთუ ჩვენს ქვეყანას ააშენებს მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი ეკონომიკა და ძლიერ ეკონომიკას კი ქმნის კერძო ბიზნესი.

ძლიერი ეკონომიკა არის საზოგადოების კეთილდღეობის გარანტი, სიღარიბისა და გაჭირვების დაძლევის ერთადერთი, უალტერნატივო გზა და ამ პრობლემების გადაჭრაზე ფიქრი თითოეული ჩვენაგანის ვალდებულება უნდა იყოს.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც იწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას.

შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმ სარეკლამო ბანერების შინაარსი და ვიზუალიზაცია, რამაც საზოგადოების ნაწილის ობიექტური გაღიზიანება გამოიწვია,“ – აცხადებს კომპანია „ალმა.“

ჩვენთვის სარეკლამო ბანერების „კონტენტი“ ცალსახად მიუღებელია – კომპანია „ალმა“ განცხადებას ავრცელებს

mazda magti 5g