LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკომ ქვეყანაში ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გამოკრულ ბანერებზე მოკვლევა დაიწყო

67
სიძულვილის შემცველი ბანერი

ცესკომ ქვეყანაში ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გამოკრულ სიძულვილის შემცველ ბანერებზე მოკვლევა დაიწყო. ადმინისტრაციას საჩივრით ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ და პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მიმართეს.

საჩივრის ავტორების განცხადებით, სააგიტაციო მასალა კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მიმართ ძალადობის პროპაგანდას შეიცავს. ცესკომ საკითხზე გადაწყვეტილება 10-დღიან ვადაში უნდა მიიღოს.

„საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილია 2 საჩივარი, რომელიც 17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში განთავსებულ ბანერებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას ეხება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უკვე დაიწყო მოკვლევა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ 10 დღიან ვადაში, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იქნება,“ – განაცხადა ცესკო-ს წარმომადგენელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g