LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალტ-ინფოს“ლიდერი ცნობილი გეი დიზაინერის მაისურით ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოდის

426
კოკა მორგოშია

ჰომოფობიური, პრორუსული და ძალადობრივი პარტიის, „ალტ-ინფოს“ ლიდერმა კოკა მორგოშიამ პრესკონფერენცია გამართა და „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის წინააღმდეგ საგანგებო მობილიზება ცნობილი გეი დიზაინერის ჯანი ვერსაჩეს მაისურით დააანონსა. 

„შსს არ დამკავშირებია, რადგან ჩვენ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ გაგვიკეთებია და არც განცხადება გვქონია მსგავსი. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა ამ „პრაიდებს“, ფესტივალს და მსგავს ღონისძიებებს არ დაუშვებს.“ – განაცხადა კოკა მარგოშიამ.

ცნობისთვის, გუშინ სამოქალაქო ერთობამ „თბილისი პრაიდის“ კვირეული დააანონსეს და განაცხადეს, რომ 2022 წელს კვირეული კიდევ უფრო მეტ ლგბტქ ადამიანსა და მხარდამჭერს გააერთიანებს. კოკა მორგოშიამ სწორედ ამის შემდეგ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ ფესტივალი არ ჩატარდება.

ინფორმაციისთვის, ვერსაჩე მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ცნობილი დიზაინერი იყო, რომელმაც ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა.

„გრძელდება ბრძოლა თავისუფლებამდე, თანასწორობისთვის, სიყვარულისთვის, ღირსეული ცხოვრებისთვის, ბრძოლა ჰომოფობიასთან, სიძულვილთან, რუსულ პროპაგანდასთან“– „თბილისი პრაიდის“ კვირეული ბრუნდება

 

magti 5g