LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ადამიანის მასშტაბს მივხვდი ერთი უბრალო ისტორიით… მძიმე ინფექციურ ავადმყოფთან რომ პირბადის გარეშე შევიდა… რომ მას გადარჩენის ბრძოლის რწმენა გასჩენოდა და არა ,,სასიკვდილოდ მონიშნულის“ ხელჩაქნეულობა… “ – რა ისტორიას იხსენებს ანი ჭანკოტაძე თენგიზ ცერცვაძეზე

203
თენგიზ ცერცვაძე

იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, დღეს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა

თენგიზ ცერცვაძეს ემშვიდობებიან კოლეგები, პოლიტიკოსები, მეგობრები, საზოგადოების წარმომადგენლები და ის ადამიანები, ვისაც ოდესმე შეხება ჰქონია მასთან.

ჟურნალისტი, ანი ჭანკოტაძე სოციალურ ქსელში ემოციურად იხსენებს თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ისტორიას და წერს, რომ ამ ადამიანის მასშტაბს მაშინ მიხვდა, როდესაც მძიმე ინფექციურ ავადმყოფთან მედიკოსი, პირბადის გარეშე შევიდა:

„ამ ადამიანის მასშტაბს მივხვდი ერთი უბრალო ისტორიით… მძიმე ინფექციურ ავადმყოფთან რომ პირბადის გარეშე შევიდა… რომ მას გადარჩენის იმედი და ბრძოლის რწმენა გასჩენოდა და არა ,,სასიკვდილოდ მონიშნულის“ ხელჩაქნეულობა…
დღემდე, მის ყველა დამსახურებაზე მეტად ეს მიჩუყებს გულს“ – წერს ანი ჭანკოტაძე და თენგიზ ცერცვაძის ფოტოს ავრცელებს.

ამ ადამიანის მასშტაბს მივხვდი ერთი უბრალო ისტორიით… მძიმე ინფექციურ ავადმყოფთან რომ პირბადის გარეშე შევიდა… რომ მას…

Posted by Ani Chankotadze on ხუთშაბათი, 01 აგვისტო, 2024

პაციენტებთან ურთიერთობებზე თენგიზ ცერცვაძეს არა ერთ გადაცემაში უსაუბრია, მათ შორის მედიკოსმა რამდენიმე წლის წინ ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემაში ,,ნიკოლოზის კითხვები” გაიხსენა პაციენტებთან მისი კომუნიკაციის განსაკუთრებულობა:

„ექიმის პროფესია ჩემთვის ყველაზე კომფორტული პროფესიაა, ყველა თავისი ატრიბუტიკით, მაგრამ ერთ რამეში უნდა გამოგიტყდეთ, ერთ – ერთი ჩემი უცნაურობა ის არის, რომ არასოდეს ავადმყოფთან არ მაცვია თეთრი ხალათი, მათ შორის ინფექციონისტი ვარ და განსაკუთრებით, ინფექციებით ავადმყოფებთან, სადაც არა თუ ხალათით, არამედ სპეციალური პირბადით და დამცავი საშუალებებით შედიან, მე ყოველთვის ასე ჩაცმული ვარჩევდი მათთან შესვლას, რადგან ეს იყო იმის დემონსტრირება, რომ მე ავადმყოფობის არ მეშინია, ავადმყოფი არ მეზიზღება და მისგან დამცავი საშუალება არ მჭირდება“ – ამბობს თენგიზ ცერცვაძე ვიდეოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g