თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს დედა სიდონიამ მიმართა.
როგორც დედა სიდონიამ გამოსვლისას თქვა, ის გაკვირვებულია ახალგაზრდების ღირებულებებით და მათი ინტელექტის იმედი აქვს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელი რჩება.
დღე მეოთხე: პარლამენტის წინ აქცია განახლდა
“ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზია, ის რომ კრიზისულ სიტუაციაში ახალგაზრდებმა ეს ნება გამოავლინეს. ამ ახალგაზრდობას ჩვენზე გაცილებით კარგი და ძვირფასი ღირებულებები აქვს. ახალგაზრდობის ინტელექტის იმედი მაქვს რომ სწორი მიმართულებით განვითარდება მოვლენები” – განაცხადა დედა სიდონიამ.
მან ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ პირველ დღეს აქციაზე არ იმყოფებოდა.
“არ მოველოდი ასეთ რამეს, თორემ ალბათ მეყოფოდა ძალა, რომ პირველი ვმდგარიყავი და გადავფარებოდი ბავშვებს” – თქვა მან.
დედა სიდონიამ ასევე, ეკლესიაზე და სარწმუნოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკლესია უნდა იყოს სოციალური.
შეგახსენებთ, დემონსტრანტები პარლამენტის წინ, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 2020 წლის საპარლამენტი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას, უკვე მეოთხე დღეა ითხოვენ.