LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ ჩამონგრეული კლდეების ადგილას სულ რამდენიმე თვის წინ სიმწვანე იყო” – ანა ლაპიაშვილი

244

ჟურნალისტი ანა ლაპიაშვილი, სოციალურ ქსელში, თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობებზე წერს.

ლაპიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სამხედრო პოლიგონის გვერდით, კლდის მოთხრას არ აპირებენ.

“გამარჯობა, ეს სხვადასხვა დროს (ბოლო 2 თვეში) გადაღებული ფოტოებია. ვიფიქრე, საქმის კურსში უნდა იყოთ.

მისამართი ჯიქია (პოლიტკოვსკაია) მინდელი. ( ქუჩის დაზუსტებაც რთულია, რადგან ისე აითხარა და ისე დაიგეგმა მშენებლობები რომელი კორპუსი რა ქუჩას ეკუთვნის არავინ იცის.

ამ ჩამონგრეული კლდეების ადგილას სულ რამდენიმე თვის წინ სიმწვანე იყო. დღეს ასეთი ამბავია. რა ხარისხით აშენდება აქ კორპუსი და რამდენად უსაფრთხოა დასკვნებს, მე როგორც არაპროფესიონალი არ გავაკეთებ, ვარაუდით კი ბევრის ვარაუდია შესაძლებელი.

ხო, აქვე ( ფოტოებშიც ჩანს) ჯერ კიდევ დარჩენილი სიმწვანეა, სადაც დრო და დრო ამზმომველები ჩნდებიან ხოლმე.

ზოგჯერ ( ღამით ) გაურკვეველი ტექნიკაც სტუმრობს და სიმწვანე პატარავდება. არადა ეს მიწა მერიის ბალანსზეა როგორც ვიცით.

მშვიდობააა ? იმედია სამხედო პოლიგონის გვერდით კლის მოთხრის ნებართვა ჯერ არ გაგიციათ და დანარჩენზე რა ვიცი, როგორც დავწერე მხოლოდ ეჭვებს გამოვთქვამ, დანარჩენი თქვენ უნდა შეამოწმოთ”, – წერს ანა ლაპიაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g