17 მარტის 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია ჯანდაცვის სექტორის 1 842 მუშაკი.
მონაცემებს აცრილებისა და რეგისტრირებულების შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
NCDC-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, პორტალზე Booking.moh.gov.ge რეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 4 935 წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში 15 მარტს დაიწყო.
ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია “ასტრაზენეკას” მიერ ერთობლივად წარმოებული ვაქცინით ამ ეტაპზე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.