LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ფოტოებიდან ყველაფერი ცხადი გახდა – აი, როგორ იქცევა ჯენიფერ გარნერი ჯონ მილერთან – წყვილის უახლესი გამოჩენა

206
Untitled design (48)

მას შემდეგ, რაც ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთმანეთს დაშორდნენ, მედია აქტიურად წერს აფლეკისა და მისი ყოფილი ცოლის, ჯენიფერ გარნერის განახლებულ რომანზე.

მითქმა-მოთქმას ამყარებს ყოფილი მეუღლეების ხშირი შეხვედრები, სეირნობა, დღესასწაულების ერთად გატარება და არც თუ ისე ,,მეგობრული“ ქცევები.

ყოველივე ამის ფონზე, ჯენიფერი თავის მეგობარ მამაკაცთან, ჯონ მილერთან ერთად ნიუ-იორკში გამოჩნდა, თუმცა თუკი ფიქრობთ, რომ ეს ყოველგვარ ჭორს აქარწყლებს, ცდებით.

პაპარაცების ობიექტივში წყვილი თითქოს ერთადაა, თუმცა მაინც დისტანცირებულად იქცევა, იმ დროს, როცა ჯენიფერ გარნერისა და ბენ აფლეკის ყველა შეხვედრა და ფოტო ემოციური და დასამახსოვრებელია.

„ამ ფოტოებიდან ყველაფერი ცხადია“, „როგორ იქცევა ის ჯონთან და როგორ, ბენთან…“, „ბენთან სულ იცინის, ჯონთან კი არა“, – არ წყდება კომენტარები.

ცნობისთვის, გარნერმა მილერთან რომანი ბენ აფლეკთან ოფიციალურად განქორწინების შემდეგ, 2018 წელს დაიწყო. 2020 წელს წყვილს პაუზა ჰქონდა, თუმცა მათ ურთიერთობა მალევე აღადგინეს.

ოჯახის ბიჭი – ბენ აფლეკმა აღდგომის დღესასწაული ჯენიფერ გარნერთან და შვილებთან ერთად გაატარა – უახლესი ფოტოები

ვიდეო: ბენ აფლეკთან ჩახუტების შემდეგ, ჯონ მილერი ჯენიფერ გარნერს ულტიმატუმს უყენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები