LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ კაცს უნდა იცნობდეთ… მარიუპოლის მცველი, რომლის მოკვლისთვის კადიროვმა ნახევარი მილიონი დოლარი დააწესა” – რა პასუხი მიიღო ჩეჩნეთის მეთაურმა

694
Untitled design - 2022-03-21T155353.123

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი მარიუპოლის ლეგენდარული მცველის მოკვლისთვის რამზან კადიროვის დანიშნულ ჯილდოს ეხმაურება და წერს, რომ აუცილებელია, ყველამ იცოდეს თუ რა პასუხა გასცა ანდრეი ბილეცკიმ ჩეჩნეთის ლიდერს.

„ამ კაცს უნდა იცნობდეთ…

მარიუპოლის მცველი, ლეგენდად ქცეული აზოვის რაზმის მეთაური, მერვე მოწვევის რადას დეპუტატი ანდრეი ბილეცკი
კადიროვმა მისი მოკვლისთვის ნახევარი მილიონი დოლარი დააწესა ჯილდოდ.

პასუხი კი ასეთი მიიღო :

„რა შეიძლება ვთქვა?

პირველი , როგორც მეფე ლეონიდასი ამბობდა, მოდი და აიღე, თუკი გჭირდება.
და მეორე, პირადად მე შენთვის, რამზან, გროშსაც არ გადავიხდიდი.

ისედაც ჩაძაღლდები, მოგკლავენ არა ფულისთვის, არამედ იმისთვის, რომ თქვენ ჩვენს მიწაზე შემოიჭერით. დაიმახსოვრე ეს და დაიჯერე, რომ შენი ცხოვრება არ იქნება ხანგრძლივი“. – წერს გიგა მაქარაშვილი.