LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია.. ჩვენს ვეტოებში ვენეციის კომისიის დასკვნას ვითვალისწინებთ“ – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

115
გიორგი მსხილაძე

„ამ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია. უბრალოდ გამორიცხულია, რომ აღნიშნული კანონი რაიმე ფორმით შეიცვალოს“, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე საუბრის დროს განაცხადა.

„არავინ იფიქროს, რომ შეიძლება პრეზიდენტი გამოიყენო, რომ ამ ხელისუფლებას სახე გადაურჩინო“ – რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი ევროპელ მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ: ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები

როგორც გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, „იმას, თუ რა ეწერება კონკრეტულად ვეტოში, ორ კვირაში ვიხილავთ:

„ეს იქნება ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული ვეტო. აღნიშნულ კანონში მუხლობრივ [განხილვაში] და კანონის რაიმე ფორმით [განხილვაში] შესვლას არ ვაპირებთ, წერტილი, ამაზე საუბარი ზედმეტია. ამას ვაღიარებთ, რომ ზოგადად, ჩვენს ვეტოებში ვენეციის კომისიის დასკვნას ვითვალისწინებთ..

ამ კანონმა ქვეყანაში იმხელა დაპირისპირება და იმხელა პოლარიზაცია გამოიწვია, რომ არსებული ფორმით ამ კანონის ძალაში შესვლა უკვე შეუძლებელი გახდა. ამ კანონს არსებული ფორმით არსებობის საშუალება არ გააჩნია,“ – განაცხადა მსხილაძემ.

ცნობისათვის, როგორც დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, „არავინ უნდა იფიქროს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება გამოიყენო იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო“.

„ავუხსენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ არავითარ შემთხვევაში, ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში – არა და არასოდეს! მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია და სჭირდება გზა გაეხსნას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პოპულარულები