LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ კანონის მიღებით ევროკავშირში ჩვენ ვერაფრით ვეღარ შევალთ… ის მიჰყვება რუსულ ყაიდას, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გამოიყენოს არც ერთი ჩამკეტი მექანიზმი და დაარტყას მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს” – საბა ბრაჭველი

224
fef8c617-3d71-4afa-929f-9cdf107eeeab

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი კვლავ განხილვის საგანია. სწორედ ამ თემაზე იყო საუბარი გადაცემაში „რეალური სივრცე”.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი, საბა ბრაჭველი განმარტავს, თუ რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მისი აზრით, ე.წ რუსულ კანონის ანალოგი.

გიორგი მსხილაძე: პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს

პრემიერი: „ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს მთავრობისთვის და სამთავრობო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე“

„[რუსულ კანონად] აქცევს ის, რომ მასში არ არის ორი ჩამკეტი მექანიზმიდან არცერთი. ნებისმიერ ევროპული დემოკრატიის სახელმწიფოს აქვს ამ ორი ჩამკეტი მექანიზმიდან ერთ-ერთი მაინც, ჩვენ კანონში კი არცერთი მათგანი არ არის”-განაცხადა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელმა.

რატომ დააბრუნეს პარლამენტში ერთი წლის წინ გაწვეული კანონპროექტი? – დავით მათიკაშვილი განმარტავს, რომ მმართველ გუნდს პირობა არ დაურღვევია

წამყვანის კითხვაზე თუ რას გულისხმობს ამ მექანიზმებში , ბრაჭველი პასუხობს:

„მაგალითისთვის ჩამონათვალი, თუ რომელი ქვეყნების საწინააღმდეგოდ იღებენ ევროპის ქვეყნებში ამ კანონს. მაგალითისთვის, საფრანგეთში მოქმედ კანონში არის ჩამონათვალი, რომ კანონს იღებენ რუსეთის,ჩინეთის თურქეთის და ირანის საწინააღმდეგოდ.”-განაცხადა მან. ბრაჭველმა სხვა ქვეყნების მაგალითებზეც ისაუბრა და განმარტა,რომ აღნიშნულ კანონში მკვეთრადაა მითითებული რომ ეს კანონი არ გავრცელდება ევროპულ ქვეყნებზე.
მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაშიც უნდა ჩაიდოს მსგავსი ჩამკეტი მექანიზმი და ჩაიწეროს რომ კანონს ვიღებთ რუსეთის წინააღმდეგ.

მისი განცხადებითვე, მეორე ჩამკეტი მექანიზმია საქმიანობის სახით შეზღუდვა ამ კანონის მოქმედების, „მაგალითად ლობისტური საქმიანობა და არა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობები”.

ბრაჭველის განცხადებით, უნგრეთში მსგავსი კანონის მიღება იყო პირდაპირ მედიის გასაჩუმებლად და არასამთავრობო ორგანიზაციების შეურაცხყოფისთვის, შესაბამისად, თუ კი ჩვენს კანონში ჩაიდება დათქმა, რომ ეს ეხება მხოლოდ ლობისტებს, ეს არ იქნება უკვე პრობლემა.

ბრაჭველმა იმ შედეგების შესახებაც ისაუბრა, რაც მისი აზრით, ამ კანონის შესაძლო მიღებას და ამოქმედებას შესაძლოა მოჰყვეს: „ევროკავშირში ჩვენ ვერაფრით ვეღარ შევალთ, იმიტომ რომ ევროკავშირს ამაზე უფრო მსუბუქი კანონი უნგრეთში გაუქმებული აქვს. პირდაპირ ვიცით, რომ ასეთი კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. როგორ მიგვიღებს ევროკავშირი მასთან შეუსაბამო სამართლებრივი კანონებით, შეუძლებელია ეს.”- განაცხადა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელმა, საბა ბრაჭველმა.

მაია ბითაძე: „თქვენ მართლა ხო არ ფიქრობთ გაგიტარებთ და გაპატიებთ იმის დანგრევას რაც თქვენ არ შეგიქმნიათ? გგონიათ, ჩვენი შვილების მომავალს დაგაზიანებინებთ? ევროკავშირისკენ ღირსებით ვივლით“

„ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას“ – მილერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

magti 5g