„ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პრაღაში სროლით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„დღეს პრაღაში სროლით გამოწვეულმა ტრაგედიამ შეგვძრა. მთელი გულით თანავუგრძნობ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას, ჩეხ ხალხს და იმ ოჯახებს, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხო.
დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ,“ – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ბოლო მონაცემებით, პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას, სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათობით დაიჭრა.
„ღრმა მწუხარებას ვუცხადებ პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს“ – ილია დარჩიაშვილი
პრაღაში სროლა იყო, არიან დაღუპულები და დაშავებულები