„როცა საუბარია, რომ ცივი ომი დასრულდა მშვიდად, მინდა ყველას გავახსენო, როცა აქ მიმდინარეობდა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ეს ომი არ იყო ცივი,“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, იმ ქვეყნების კეთილდღეობაშიც, რომლებმაც ცივი ომი მშვიდად დაასრულეს და უკეთესი ცხოვრებით ცხოვრობენ, ეს 9 აპრილს საქართველოში დაღუპულთა დიდი წვლილია.
„დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ საშინელ ღამეს, როცა ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში აჩეხეს ჩვენი ქალები და ბავშვები. როცა საუბარია რომ ცივი ომი დასრულდა და დამთავრდა მშვიადად, მინდა ყველას გავახსენო, რომ როცა საქართველოში მიმდინარეობდა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მათ შორის ამ ქალების, ბავშვების და ეროვნული მოძრაობის საშუალებით, ეს ომი არ იყო ცივი. ამ ომს მაშინ ეწირებოდნენ ჩვენი მოქალაქეები და მადლობა მათ ღვაწლს იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფლები ვართ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.