LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ რთულ ვითარებაში, 1 ლარიც მნიშვნელოვანია“ – სოხუმის თეატრის მსახიობების კახა და ლელა შარაბიძეების ქალიშვილს, მაკა შარაბიძეს ჩვენი დახმარება ესაჭიროება

191
2025-10-08_22-16-25_025443

სოხუმის თეატრის მსახიობების კახა და ლელა შარაბიძეების ქალიშვილს, მაკა შარაბიძეს ჩვენი დახმარება ესაჭიროება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი ავრცელებს.

„სოხუმის თეატრის მსახიობების კახა და ლელა შარაბიძეების ქალიშვილს, მაკა შარაბიძეს ჩვენი დახმარება ესაჭიროება.

მაკამ 01.09.2025-ში, კავთისხევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ძალიან მძიმე დაზიანებები მიიღო (გულმკერდის, თავის ქალის, კიდურების მრავლობითი მოტეხილობა და ა.შ).

ექიმებისა და საზოგადების ფინანსური მხარდაჭერით, მაკამ აპარატის გარეშე სუნთქვა შეძლო, თუმცა, ისევ კომაშია და კვლავ სამედიცინო პერსონალის მუდმივი დაკვირვების ქვეშ, კლინიკაში იმყოფება.

მისი მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რაც ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება…
ამ რთულ ვითარებაში, 1 ლარიც მნიშვნელოვანია!
თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს!
ერთად ყველაფერს შევძლებთ!
ანგარიშის ნომერები:
TBC – თიბისი ბანკი GE85TB7235445068100004
BOG საქართველოს ბანკი
GE48BG0000000609910144
მიმღები: ლელა შარაბიძე“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g