LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ სანქციებს აქვს გავლენა და არის საგრძნობი – მაკრონი რუსეთზე

84
ipiccy_image

რუსეთი მსოფლიო ასპარეზზე სულ უფრო იზოლირებულია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ განაცხადა, ინფორმაციას კი BBC ავრცელებს. როგორც მაკრონიმ აღნიშნა, დასავლური ძალები მზად არიან, რუსეთის წინააღმდეგ, საჭიროების შემთხვევაში, სანქციები გააძლიერონ.

,,ამ სანქციებს აქვს გავლენა და არის საგრძნობი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს, მათთვის დამაბრკოლებელი ეფექტის შექმნისთვის”, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ემანუელ მაკრონიმ სასურსათო კრიზისის შესახებაც ისაუბრა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, უკრაინა და რუსეთი ძირითადი საკვების ექსპორტიორები არიან, მაგრამ ომის გამო წარმოება შეწყდა. ამიტომ, საფრანგეთის პრეზიდენტი დასავლეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მომავალი კრიზისის წინააღმდეგ მობილიზდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები