რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერში გოჩა იაშაღაშვილის ახალი სიმღერის „მოვდივარ შენთან“ პრემიერა შედგა.
ბატონო გოჩა, მოგვიყევით სიმღერაზე „მოვდივარ შენთან“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, როგორია ნამუშევრის ისტორია და საიდან გაჩნდა მისი იდეა?
სიმღერას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. მუსიკა დაწერილი მქონდა, როგორც კომპოზიცია, ანუ ინსტრუმენტალური ნაწარმოები. ფილმის მუსიკასავით მქონდა შექმნილი, არც მიფიქრია, რომ ოდესმე სიმღერა იქნებოდა. სიმღერის თანაავტორი, ჩემი მეგობარი, ძალიან მაგარი პოეტი, ცირა ოქროპირიძეა. მისი ტექსტი რომ წავიკითხე ინტერნეტში, ძალიან მეცნო, თითქოს რაღაცა ჩემეული იყო. თითქოს, ჩემი კომპოზიციისთვის შექმნილი ლექსია. ვიფიქრე, ვცდი, იქნებ, სიმღერად ვაქციო-მეთქი. რა გამოვიდა, მსმენელმა შეაფასოს. სიმღერაში მხატვრულად ამბობს ლექს ძალიან მაგარი მსახიობი, ზვიად დოლიძე. მრავალფეროვანი რომ ყოფილიყო, ასე მოვიფიქრე. ამ სიმღერამ ჩემს შემოქმედებაში სიახლე შემოიტანა, ასეთი რაღაც პირველად გავაკეთე.
გოჩა იაშაღაშვილი – მოვდივარ შენთან
გადაცემის ჩანაწერი