2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამართული მატჩების შემდეგ, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები გერმანიიდან საქართველოში გუშინ დაბრუნდნენ, საღამოს კი თბილისში გამართული მსვლელობის შემდეგ, მათ ევრო 2024-ზე წარმატებული ასპარეზობა „თეატრში“ აღნიშნეს.
მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, თუ როგორ მხიარულობდნენ ფეხბურთელები და მათი მეორე ნახევრები – მღეროდნენ და ცეკვავდნენ ცნობილ ჰიტებზე.
ერთ-ერთ ვიდეოს, რომელშიც ფეხბურთელები მღერიან და ცეკვავენ ცნობილ ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, კომპოზიციის ავტორი, კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი ეხმიანება:
„ამ სიმღერაზე მთელი საქართველო რომ ცეკვავს და ერთობა, ვიცი, შეჩვეული ვარ, მაგრამ ამ ჩვენს ბიჭებზე სხვანაირად მიხარია, გეგონება მსოფლიო შედევრი დავწერე.
PS: გველესიანი რა არისტოკრატულად მოძრაობს და მღერის“, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.
ვიდეო: „გადავფარეთ თუ არა ქოჩორას ცეკვა“ – რა კადრებს გვიზიარებს ბუდუ ზივზივაძე
ამ სიმღერაზე მთელი საქართველო რო ცეკვავს და ერთობა ვიცი შეჩვეული ვარ მაგრამ ამ ჩვენ ბიჭებზე სხვანაირად მიხარია გეგონება…
Posted by Maiko Kachkachishvili on ოთხშაბათი, 03 ივლისი, 2024
ვიდეო: „მამმა მია“-ზე აცეკვებული ფეხბურთელები და მათი ულამაზესი მეუღლეები