LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ სისტემის დედაც” – შსს-სთან მდუმარე აქცია იმართება

144
Capture

უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, სამოქალაქო აქტივისტებთან და მოქალაქეებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მდუმარე აქციას მართვას სახელწოდებით: “ამ სისტემის დედაც”. აქციის მონაწილეები შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დადგომას მოითხოვენ.

სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები პროტესტის ნიშნად სამინისტორს წინ წარწერების გაკეთებას და შავი ლენტას გაკვრას აპირებენ.

იაშვილის კლინიკასთან 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

აქციის მონაწილეებმა ადგილზე თეთრი მიხაკები მიიტანეს და კლინიკის კიბეებზე დააწყვეს

შეგახსნებეთ, 15 წლის მოზარდი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, საავადმყოფოში გარდაიცვალა. “მწვანე სკოლის” ყოფილმა მოსწავლემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. მას წინ უძღოდა “მწვანე სკოლაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.

არასრულწლოვანი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა, რა დროსაც მძიმე დაზიანებები მიიღო. ის კომატოზურ მდგომარეობაში კლინიკაში იყო მოთავსებული.

 ფოტო : ipn

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g