LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ სიტყვებით ყველაფერი მკაფიო გახდა!“ – რძალ-დედამთილის შუღლის ფონზე, ბრუკლინ ბექჰემი პოსტს ავრცელებს

477
page

ბექჰემების ოჯახური დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ვიქტორიასა და დევიდის უფროსმა ვაჟმა, ბრუკლინმა „ინსტაგრამზე“ პოსტი გაავრცელა, რომელიც რძალ-დედამთილის განხეთქილების ფონზე, მეუღლეს, ნიკოლა პელტცს მიუძღვნა.

„შენ ჩემი მთელი სამყარო ხარ, მე ყოველთვის შენ აგირჩევ. შენ ხარ ყველაზე საოცარი ადამიანი, ერთად სამუდამოდ!“, – წერს ბრუკლინი და მეუღლესთან გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.

„ამ სიტყვებით ყველაფერი მკაფიო გახდა“, „ ნამდვილ სიყვარულთან დედაც კი უძლურია“, „ესეც ბრუკლინის საბოლოო არჩევანი“, – არ წყდება კომენტარები.

შეგახსენებთ, ვიქტორია ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის კონფლიქტი ცოტა ხნის წინ გამწვავდა, როცა ბრუკლინი და ნიკოლა დევიდის 50 წლის იუბილეზე არ მივიდნენ.

ვიქტორია ბექჰემმა რძალი საოჯახო ფოტოდან ჩამოჭრა

ვიქტორია ბექჰემს, რძალთან კონფლიქტის გამო, უძილობის პრობლემები დაეწყო და დეპრესიას ებრძვის

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები შვილის ახალი კომპანიის პრეზენტაციაზე არ მივიდნენ, ნიკოლა პელტცმა მათ ტოქსიკურები უწოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები