LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ თემაზე საჯაროდ არ მისაუბრია…შეიძლებოდა ამ სტუდიაში არ ვყოფილიყავი” – რა ისტორიას იხსენებს ჯაბა კილაძე

347
BeFunky-collage - 2022-11-20T233955.718

მსახიობი ჯაბა კილაძე გადაცემის “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” სტუმარია.

როგორც ჯაბა გადაცემის წამყვანთან საუბრისას იხსენებს, თავს გადახდა ისტორია, რა დროსაც ციხეში მოხვედრას ბეწვზე გადაურჩა.

“ამ თემაზე საჯაროდ არასდროს მისაუბრია…შეიძლება ამ სტუდიაში არც ვყოფილიყავი. მოკლედ, კუს ტბაზე ავდივართ რამდენიმე მეგობარი. მაშინ “შუა ქალაქი” ჯერ არ იყო და მასიურად არ მიცნობდნენ. მხოლოდ სერიალი “მტვრის გემო” გადიოდა. საღამოს კუს ტბიდან ვბრუნდებით და დიდი საცობია. ამ დროს გვიჩერებს უცხო მანქანა და გვეუბნება, რომ შეუძლია წაგვიყვანოს. მე კუთხეში კარებთან დავჯექი. მანქანა რომ დაიძრა, წინ მჯდომი უცნობები ჰყვებიან, როგორ სცემეს ვიღაც ტიპები. რაღაც მომენტში ტელეფონი ავწიე და ვხედავ, რომ წინ ნიღბებში გადაცმული პოლიციელების კოლონა დგას.

ეს ტიპი იძახის მგონი მე მეძებენო. ამის შემდეგ უკნიდან პოლიციელების კოლონა მოგვადგა. ეს ყველაფერი წამის მეასედებში ხდება. მესმის ხმა “დაყარეთ იარაღი”. გავაღე კარები და დავწექი მიწაზე. ვიღაც ტიპი იარაღის ლულას მირტყამს. ყველა ისტერიკაშია. საშინელება ხდება. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ ტიპს გამომძიებელთან მოსვლია უთანხმოება. მერე ყველაფერი დალაგდა და გადავრჩით. პოლიციელმა გვიჯიგრა და თქვა ესენი არაფერ შუაში არიანო. ჩვეულებრივად შეეძლოთ დავეკავებინე. ჰქონდათ გადაცემული, რომ ხუთკაციანი დივერსიული ჯგუფი მოდიოდა კუს ტბიდან”, – საუბრობს ჯაბა კილაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g