LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ უცნობმა ქართველმა იტირა.. მითხრა, რომ ჩვენ მაგალითზე იზრდებოდა.. ახლაც და ათასგზის – ალალი იყოს ის სისხლი, რაც ჩვენ და ქართველმა მეომრებმა დაღვარეს, ღვრიან, დაღვრიან“: არჩილ ხოფერია

156
არჩილ ხოფერია

უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულატ ხოფერიას მამა და აფხაზეთის ომის მონაწილე, არჩილ ხოფერია, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს:

„ამ წუთს, როცა სტუმრებს ვაცილებდი, რომლებიც შორი გზიდან ჩამოვიდნენ ჩემი ჭირის გასაზიარებლად ჭიშკარს დიდი ჯიპი მოადგა და კაცი გადმოვიდა …

როგორც გაირკვა პირადად არავის გვიცნობდა, ჩემზე კი ზუსტად იმდენით იყო უმცროსი, რითაც ჩემ შვილზე უფროსი. ორი შვილის მამა, მესამეს რომ ელოდება ..

სულ რამდენიმე წუთი იჯდა სუფრაზე და მითხრა, რომ 30 წელია მიყურებს და იცის ვინ ვარ და ახლა, ამას ჩემი შვილის ამბავიც დაერთო და იტირა ამ უცნობმა ქართველმა იტირა.. მითხრა რომ ჩვენ მაგალითზე და სიტყვებზე იზრდებოდა და არა მარტო თვითონ..

ადრე ვთქვი, რომ აი, ამ საქართველოს შვილები ვართ ჩვენ, ასე ალალად მოყვარულების სამშობლოს თვისტომის და მისი ჭირის გამზიარებლები და ამიტომ ახლაც და ათასგზის, ალალი იყოს ის სისხლი რაც ჩვენ და ქართველმა მეომრებმა დაღვარეს, ღვრიან, დაღვრიან…“– წერს არჩილ ხოფერია.

“რატომ ებრძვიან ქართველები რუსებს? იმისთვის, რომ აქ არ ცვიოდეს ბომბები, არ ნადგურდებოდეს ჩვენი ქალაქები და სოფლები, არ აუპატიურებდნენ ქალებს, არ იხოცებოდნენ ბავშვები” – არჩილ ხოფერია

„კაცი, რომელმაც ტამიშის ბრძოლის უიარაღო გმირის უმძიმესი ისტორია ჩვენამდე მოიტანა, არჩილ ხოფერიაა, უკრაინაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა“ – თეა ადეიშვილის ემოციური მიმართვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები