რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში მსახიობის, სოსო ჯაჭვლიანის შესახებ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს ის გარდაიცვალა. საბედნიეროდ, მალევე გაირკვა, რომ სოსო ჯაჭვლიანი ცოცხალია. ასევე, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი დღე-დღეზე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრება. არსებული ინფორმაციით, მანამდე სამკურნალო თანხების მობილიზებაა საჭირო.
სოსო ჯაჭვლიანის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მსახიობის ახლობელმა ვაკო ჯაფარიძემ და დაწერა, რომ მსახიობი თავს მხნედ გრძნობს.
„ამ წუთში ასე მხნედ, ჯანმრთელად ვაჟკაცურად გრძნობს თავს.
ღმერთმა დალოცოს ჯანმრთელი ბედნიერი“, – წერს ვაკო ჯაფარიძე.