LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ყველაფრის გამო თქვა თეატრზე უარი.. ხან აცნობიერებდა რომ შვილი დაკარგა, ხან – ვერა“ – რა არასწორი დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა მსახიობ მარინე თბილელს: ბაია დვალიშვილი დედის შესახებ საუბრობს

579
Untitled design - 2024-04-04T103714.335

მსახიობი ბაია დვალიშვილი გადაცემას „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმრობდა. ბაიამ დედის, მსახიობ მარინა თბილელის ცხოვრების ბოლო წლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედას ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დაუსვეს.

„დედას ჰქონდა მენინგოენცეფალიტი, ვირუსული. ძალიან დიდხანს ეგონათ, რომ თავში სიმსივნე იყო. მაშინ შესაბამისი აპარატურა არ არსებობდა, უშველებელი სიმსივნე ეგონათ და ხელს არ კიდებდნენ. ამ ყველაფრის გამო მან თეატრზე უარი თქვა.

დედა მაშინ 69 წლის, ენერგიით სავზე იყო, ყოჩაღად და კარგად შეეძლო კიდევ დიდხანს თეატრში მუშაობა.

ავადმყოფობამ ძალიან შეცვალა. სახლში რომ მოვიყვანეთ, გავხედე და სხვანაირი იყო. აღარ იყო დედაჩემი. ხან აცნობიერებდა რომ შვილი დაკარგა, ხან – ვერა.

იტყოდა, ხოლმე კაკული (ბაიას ძმა) მოვიდა და ნეტა სად წავიდაო. ჩემი ძმის გარდაცვალებიდან 2-3 წელიწადში გარდაიცვალა დედა“. – იხსენებს ბაია დვალიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g