სოციალური ქსელის პატარა ვარსკვლავი ევა ბუთიაშვილი გამომწერებს კიდევ ერთხელ აოცებს. ამჯერად ინტერნეტში მისი ახალი ვიდეო გავრცელდა, სადაც ევა ენერგიულად ასრულებს რაჭულ ცეკვას.
ვიდეომ მალევე მოიპოვა პოპულარობა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გამომწერები პატარა გოგონას ნიჭს კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს:
„ამას ქვია ცეცხლი დაანთოო“, „ყოჩაღ ევა!“, „შეუდარებელი, მომავალი ვარსკვლავი ეყოლება საქართველოს“, „სცენისთვის ხარ დაბადებული ევა“, „ცეკვაც კარგი გცოდნია“, – უწერენ კომენტარებში.
აღსანიშნავია, რომ ევა ბუთიაშვილი უკვე არაერთხელ გამხდარა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და მისი ყოველი ახალი ვიდეო განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
