LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამას ჰქვია ნაძირლობა.. ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას? ვანო მერაბიშვილს, რომელიც 7 წელი ციხეში იჯდა? – დიმიტრი შაშკინი

150
Untitled design (4)

„არც ერთი თანამდებობის და არც ერთი არჩევნების გამო არ შეიძლება იკადრო ის, რაც დღეს ზოგმა იკადრა!“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი სოციალურ ქსელში წერს და გასული დღეების განმავლობაში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის,ვანო მერაბიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

შაშკინის განცხადებით, სააკაშვილის ინტერვიუ დაამახინჯეს, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ვანო მერაბიშვილის მიერ იყო ორგანიზებული.

სააკაშვილი – გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ

„აიღეს „ქოცების“ ნარატივი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოსვლა იყო ორგანიზებული გენერალ ლორთქიფანიძეს მიერ, დაამახინჯეს პრეზიდენტის ინტერვიუ და „ფეისბუკზე“ ატრიალებენ, რომ მიშას ჩამოსვლა საქართველოში იყო ორგანიზებული ვანო მერაბიშვილის მიერ, რადგან ლორთქიფანიძე იყო მისი მოადგილე 2012-ში.

თქვენ ხომ არ აფრენთ?! ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას?! გენერალ ლორთქიფანიძეს?! 2008 წლის ომის გმირს! უკრაინის უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსანს და ოდესის პოლიციის (მიშას გუბერნატორობის პერიოდში) ყოფილ უფროსს?

გენერალი ლორთქიფანიძე ომშია რუსეთთან! სანამ თქვენ აქ კლავიატურაზე ნაძირლობებს წერთ, ის ადამიანი ყოველდღიურად და ყოველწამიერად თავის სიცოცხლეს რისკავს და ჩვენ უკრაინელ ძმებთან ერთად ომობს!

ან ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას? ვანო მერაბიშვილს, რომელიც რუსული რეჟიმის პირობებში 7 წელი ციხეში იჯდა იმის გამო, რომ მიშაზე არ მისცა ჩვენება? ამას ჰქვია ნაძირლობა და არაფერი საერთო არ აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთან!“ – წერს დიმიტრი შაშკინი სოციალურ ქსელში.

გია ხუხაშვილი: ყველა დამნაშავეა, ვინც პირდაპირ, ან ირიბად სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში მონაწილეობდა

ჩარკვიანი სააკაშვილზე: ჩამოდის პრეზიდენტი და უცებ აბსოლუტურად მიტოვებული აღმოჩნდა, ე.ი. ღია ღალატი იყო

ის, რაზედაც აქამდე მხოლოდ კულუარებში ჰყვებოდნენ – ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილის ინტერვიუზე

ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური და უსინდისო საქციელი – ვანო მერაბიშვილი

ყაველაშვილი: სააკაშვილმა მერაბიშვილ-კეზერაშვილზე და მათ ხელის ბიჭ ხაბეიშვილზე დარტყმა გადაწყვიტა.. ბოლო ეჭვიც გაფანტა, რომ საკუთარი ნებით არ ჩამოსულა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები