LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამაყად, ჯიუტად აფრიალებდა საქართველოს, ევროკავშირისა და NATO-ს დროშებს – გავერთიანდეთ და ღირსეულად გავაცილოთ საქართველოს უდიდესი გულშემატკივარი“ – მოძრაობა „სირცხვილია“

135
რევაზ ბოჭორიშვილი

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ საზოგადოებას სამწუხარო ინფორმაციას ამცნობს და სოციალურ ქსელში პატრიოტი მოქალაქის, რევაზ ბოჭორიშვილის გარდაცვალების გამო, ოჯახის დახმარებისკენ მოუწოდებს:

„დღეს დილით ჩვენი უფროსი მეგობარი, რეზო ბაბუ გარდაიცვალა.

თუ ერთხელ მაინც დასწრებიხართ აქციას, აუცილებლად შეამჩნევდით პარლამენტის კიბეებთან მდგარ ადამიანს, რომელიც ამაყად, დაუღალავად და ჯიუტად აფრიალებდა საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშებს.

თავისთან იხმობდა ახალგაზრდებს და ცოტა ხნით მედროშედ აქცევდა ხოლმე. ამბობდა, რომ ისინი მომავლის მედროშეები უნდა გამხდარიყვნენ.

რეზო ბაბუს ვპირდებით, რომ მის მიერ აღმართული დროშა მუდამ ღირსეულად და ამაყად იფრიალებს თავისუფალ საქართველოში.

რევაზ ბოჭორიშვილს სწამდა თავისუფალი, გამთლიანებული და ევროპული საქართველოს იდეის და მიიჩნევდა, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა თითოეული პატრიოტის ვალია.

მან კი თავისი ვალი რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს, 20 ივნისს და საქართველოსთვის სხვა უმნიშვნელოვანეს დღეებში მოიხადა.

რეზო ბაბუ მუდმივად გვამხნევებდა და მოტივაციას გვაძლევდა, ახლა კი გვინდა გთხოვოთ, რომ გვერდში დავუდგეთ მის ოჯახს, რომელსაც მისი გადასვენება ტყიბულში უწევს.

გავერთიანდეთ რეზო ბაბუსთვის და ღირსეულად გავაცილოთ საქართველოს უდიდესი გულშემატკივარი.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ვიზიარებთ მათ დიდ მწუხარებას.“ – წერს სამოქალაქო მოძრაობა.

  • ანგარიშის ნომერი – თიბისი ბანკი #GE45TB7698045061100093
    REVAZI BOTCHORISHVILI
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g