LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Amazon კადრებს ეძებს – კომპანია 125 000 ახალ თანამშრომელს აიყვანს და ხელფასთან ერთად, 3000 დოლარამდე ბონუსებს გადაუხდის

1924
5368

საცალო ვაჭრობის უმსხვილესი კომპანია Amazon ახალ კადრებს ეძებს. კომპანია საწყობსა და ლოჯისტიკის დეპარტამენტში 125 000 ახალი თანამშრომლის დასაქმებას გეგმავს.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, Amazon-ს თანამშრომლები განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდისთვის სჭირდება, თუმცა ისინი, ვინც ახლა დასაქმდებიან, მუდმივ თანამშრომლებად დარჩებიან.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, აღსანიშნავია, რომ Amazon ახალ კადრებს საშუალოზე მაღალ ხელფასებს სთავაზობს. კერძოდ, ცნობილი კომპანია საათში თუ აქამდე 15 დოლარს იხდიდა, ახლა 18 დოლარს გადაიხდის და ასევე, ახალ თანამშრომლებს 3000 დოლარამდე ბონუსებს ჰპირდება.

აღსანიშნავია, რომ Amazon არ არის ერთადერთი კომპანია, სადაც კადრების დეფიციტის პრობლემა დგას. საცალო ვაჭრობის ბევრი კომპანია მუშახელის პოვნას ცდილობს.

www.reuters.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g