Amazon კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს დგამს ავტო ინდუსტრიაში – კომპანია თავის პლატფორმაზე მეორად და სერტიფიცირებულ ავტომობილებს ამატებს, რაც მისი ავტო სექციის გაფართოებას ნიშნავს. გიგანტურმა ონლაინ მაღაზიამ ავტო ინდუსტრიაში პირველად 2024 წლის ბოლოს შეაბიჯა, Hyundai-სთან პარტნიორობით და მომხმარებლებს ახალი ავტომობილების შეძენის შესაძლებლობა მისცა.
ახალი ინიციატივა ჯერ მხოლოდ ლოს-ანჯელესში ამოქმედდება, თუმცა უახლოეს თვეებში მთელ აშშ-ში გავრცელდება. Amazon-ის მიზანია, მანქანის ყიდვის პროცესი კიდევ უფრო მარტივი, გამჭვირვალე და სანდო გახადოს – ისეთი სერვისებით, როგორებიცაა:
ხელმისაწვდომი ფასები;
ისტორიის უფასო ამონაწერი;
3-დღიანი ან 300 მილის დაბრუნების პოლიტიკა;
მინიმუმ 30-დღიანი ან 1000 მილის გარანტია.
Amazon-ის ახალი პროდუქცია ჯერჯერობით Hyundai-ის დილერებს ეკუთვნით, თუმცა, კონცერნი სხვა დილერებთან პარტნიორობასაც გეგმავს, რაც მის ავტო სექციას კიდევ უფრო გააფართოებს.
ამ ეტაპზე მეორადი ავტომობილების ძებნა შესაძლებელი იქნება მომხმარებლის ZIP კოდის მიხედვით, 75 მილამდე რადიუსში, რაც ახლომახლო ვარიანტების პოვნას აადვილებს. უკვე გამოქვეყნებულ სიაში წარმოდგენილია არა მხოლოდ Hyundai, არამედ Mazda, Genesis, Jeep, Subaru, GMC და სხვა ბრენდების მოდელები.
საინტერესოა, რომ ნებისმიერ მყიდველს წინასწარ ტესტ დრაივზე შეეძლება ჩაწერა და ავტომობილის შემოწმება მანამ სანამ მის ყიდვას გადაწყვეტს.
Amazon Autos Used სექცია ორშაბათიდან უკვე ამოქმედდა და მისი მიზანია მთლიანად შეცვალოს წარმოდგენა ავტომობილის ონლაინ-შეძენაზე.